ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკის საჰაერო დარტყმების შემდეგ,  პაკისტანის ლიდერებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას შენარჩუნების პირობა დასდეს.


ავღანეთთან საზღვრის რაიონში მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში ამერიკის საჰაერო დარტყმების შემდეგ, პაკისტანის ლიდერებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პირობა დასდეს.

ქალაქ მირან შასთან მომხდარი საჰაერო დარტყმებისას 14 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, სადაც მეამბოხეები იყვნენ გამაგრებულნი.

გუშინ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს, დაადასტურეს აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ბრძანება--გასულ კვირას პაკისტანში შეტევის განსორციელების თაობზე. ამ ნაბიჯზე როგორც ცნობილია, ისლამაბადის თანხმობა არ არსებობდა. პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, გასულ კვირას სამხრეთ ვაზირისტანში მომხდარი კოალიციის ოპერაციისას 15 ადამიანი დაიღუპა.

ამ ფონზე, პაკისტანის სამხედრო ოფიციალურმა პირმა დაგმო ეს მოქმედებები. პაკისტანის ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ნასირ ალი ხანმა კი განაცხადა, რომ პაკისტანი ომის საშიშროების ქვეშ არის. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაკისტანის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა მხარეებს, რათა სამომავლოდ აღიკვეთოს მსგავსი სასაზღვრო თავდასხმები.

XS
SM
MD
LG