ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 პარიზში იმყოფება


რომის პაპი ბენედიქტე მე-16 საფრანგეთში ვიზიტის დაწყების წინ კიდევ ერთხელ საუბრობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ძალაუფლების განცალკევების მნიშვნელობაზე. თუმცა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა აქვე აღნიშნა რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის.

რომის პაპმა ეს კომენტარები დღეს პარიზში გააკეთა, მას შემდეგ რაც ელისეს სასახლეში იგი ქვეყნის პრეზიდენტს-ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

ამასთან, რომის პაპმა ქებით მოიხსენია საფრანგეთის მთავრობა ეკლესიასთან მიმდინარე დიალოგისთვის.

ნიკოლა სარკოზიმ თავის მხრივ ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას ეკლესიიისა და სახელმწიფოს ხელისუფლების განცალკევებაში, თუმცა რელიგიის საჭიროებაზე ილაპარაკა საზოგადოებისთვის.

მოგვიანებით, რომის პაპი ფრანგ ინტელექტუალებსა და კულტურის მოღვაწეებს, ასევე მუსულმან და ებრაელ ლიდერებს მიმართავს.

ხვალ კი იგი პარიზში ინვალიდების ცენტრში მესას ჩაატარებს და შემდეგ ლურდში გაფრინდება, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს ღვთისმშობლის გამოცხადების 150-ე წლისთავის ცერემონიაში. 150 წლის წინ ღვთისმშობელი უბრალო ფრანგ გოგონას ბერნადეტ სუბირუსს ლურდსი გამოეცხადა.

XS
SM
MD
LG