ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ფულად კომპენსაცია სთავაზობს პალესტინელებს


ისრაელის ხელისუფლებამ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, მდინარე იორდანეს დასვლეთ ნაპირზე განლაგებულ ებრაული დასახლებების მაცხოვრებლებს ფულადი კომპენსაცია შესთავაზა საკუთარი სოფლების დატოვების სანაცვლოდ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა აღნიშნა რომ პალესტინის ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ზოგიერთი ებრაული დასახლების ლიკვიდაციაა აუცილებელი.

ისრაელში დაბრუნების სანაცვლოდ თითოეული ებრაელი მოსახლე კომპენსაციის სახით 280 000 დოლარს მიიღებს.

თუმცა ისრაელის მინისტრთა კაბინეტში ყველა არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მაგალითად რაფი ეითანი თვლის რომ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერამდე ებრაელებმა არ უნდა დატოვონ თავიანთი დასახლებები.

XS
SM
MD
LG