ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შემაჯამებელი დღეა


დღეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შემაჯამებელი დღეა. ჯონ მაკკეინი ოფიციალურად დაჰყაბულდება მისი კანდიდატურის ნომინაციას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. სენატორ მაკკეინის ნომინაცია გუშინ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სარა პეილინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოხდა. პეილინმა თავი დაიცვა მოწინააღმდეგე ბანაკიდან მომდინარე თავდასხმისგან, რომ თითქოს იგი საკმარის გამოცდილებას არ ფლობს და განაცხადა, რომ პატარა ქალაქის მერობა წააგავს ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მერს რეალური პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ეს პირდაპირ მიანიშნებდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ბარაკ ობამას გამოცდილებაზე, რომელმაც კარიერა ჩიკაგოში სწორედ საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობით დაიწყო. ობამას საარჩევნო კამპანია პეილინს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოეპასუხა, რომ საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობა სწორედ ის საქმიანობაა, რომლითაც ჩვეულებრივი ადამიანები უპირისპირდებიან წარუმატებელ პოლიტიკოსებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას. სარა პეილინი რესპუბლიკური პარტიის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდასტად დასახელებული პირველი ქალია.


XS
SM
MD
LG