ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანატოლი ნოგოვიცინი: რუსეთის ჯარები გააგრძელებენ ფოთის პორტის პატრულირებას


რუსი გენერალი ანატოლი ნოგოვიცინი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს გარკვეულ ნაწილებში დარჩებიან, რამეთუ თბილისი თავდასხმის ხელახალი ტალღისთვის ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

დღეს, მოსკოვში ნოგოვიცინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარები გააგრძელებენ ფოთის პორტის, ისევე როგორც უსაფრთხოების ზონის გარეთ არსებული ზოგიერთი რეგიონის პატრულირებას.

ნოგოვიცინმა ასევე გააკეთა გაფრთხილება, რომ რუსეთმა შესაძლოა გაზარდოს შეიარაღებული ჯარების რაოდენობა საქართვლეოში, თუ აშშ საქართველოს სამხედრო ძალების აღდგენაში დაეხმარება.

რუსმა გენერალმა ოფიციალური მოსკოვის მოქმედებები გაამართლა, აღნიშნა, რა რომ ყველაფერი ფრანგების მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად ხდება. ნოგოვიცინმა ასევე ბრალი დადო საქართველოს სპეც სამსახურებს სამხრეთ ოსეთში პროვოკაციების მომზადებისთვის.

XS
SM
MD
LG