რუსეთის ჯარმა დაიწყო საქართველოდან მისი განსაზღვრული პოზიციების დატოვება. გორში მყოფმა ჟურანლისტებმა დაადასტურეს ის ფაქტი რომ რუსეთის საზღვრის მიმართულებით დაიძრა სატვირთო მანქანების და ჯავშანტექნიკის კოლონა. დღეს მოსკოვში გენერალმა ნოგოვიცინმა განაცხადა რომ რუსეთი დადგენილი განრიგით გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიიდან მისი ჯარების სრულ გაყვანას.
რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ადრე განაცხადა რომ დღეისათვის უნდა დასრულებულიყო ეს გაყვანა. მისივე თქმით ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთის გარშემო ბუფერულ ზონაში რუსები შეიანრჩუნებენ 18 საკონტროლო გამშვებ პუნქტს, აგრეთვე მათი კონტროლის ქვეშ იქნება სენაკთან განლაგებული აეროპორტი. ამერიკელმა გენერალმა ჯონ კრადოკმა რომელიც ნატოს უმაღლესი მეთაურობის წევრია თბილისში განაცხადა რომ რუსეთი ძალზე ნელი ტემპებით გადის საქართველოდან. რუსმა გენერტალმა ვლადიმირ ბოლდირევმა განაცხადა რომ რუსეთს 10 დღე ჭირდება გასვლისათვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს პრეზიდენთან მიხეილ სააკაშვილთან გუშინ სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღნიშნა რომ აშშ-ი რუსეთისაგან მოელის საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმების შესრულებას.