ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“რუსეთმა ომში იმძლავრა, მაგრამ მედიაში გაჩაღებული ომი კი წააგო ” 


მსოფლიო პრესაში გრძელდება საქართველოში რუსეთის აგრესიის ირგვლივ ანალიტიკური მასალის განთავსება. აი რას წერს გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ეწოდება "რუსეთმა ომში იმძლავრა, მაგრამ მედიაში გაჩაღებული ომი კი წააგო " კრემლის მიერ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა ნათლად გამოაშკარავდა საქართველოსთან გაჩაღებული ომის დროს. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლებს რუსულ ტელევიზიაში მოკანკალე წვრილი ხმის მქონე მთარგმნელი ახმოვანებდა. ამას სააკაშვილის მანიაკალურობეზე და უმნიშვნელო დესპოტობაზე უნდა მიენიშნებინა. მაგრამ რუსული მიდგომა საერთაშორისო აზრის გადასაბირებლად გამოუდეგარი აღმოჩნდა. აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს პრეზიდენტი კი ინგლისურის კარგ ცოდნას იყენებდა და დომინირებდა საერთაშორისო მაუწყებლობის გადაცემებში.

რუსეთი და საქართველო ცდილობდნენ, რომ კონფლიქტის გაჩაღებაში და ცეცხლის შეწყვეტის არ შესრულებაში ერთმანეთი დაედანაშაულებინათ.

ამ შემთხვევაში ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველ რიგში ვაშინგტონისა და მოსკოვის არბიტრ ევროპელთა საზოგადოებრივ აზრს.

საომარი მოქმედების დაწყებიდან დღე-ღამის გაცვლის შემდეგ რუსეთმა სი ენენში გაგზავნა პრემიერ-მინისტრ პუტინთან დაახლოვებული ოფიციალური პირი სერგეი ივანოვი, რომელიც საკმაოდ რიგიანი ინგლისურით ეცადა მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ მისი სიტყვებით, "დიდმა რუსულმა დათვმა კი არ მიიტანა შეტევა პატარა საქართველოზე, არამედ ძლიერი საქართველო დაესხა თავს პატარა სამხრეთ ოსეთს". ბუნებრივია ასეთ შეხედულების გაზიარება დასავლეთისთვის მიუღებელი გახდა. მიუთითებს სტატია.

საბოლოოდ რუსეთი მიხვდა, რომ საქართველო საინფორმაციო ომს იგებდა. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საზოგადო გამოსვლებს რუსეტის მხრიდან აუცილებლად პროფესიონალები უნდა ამზადებდნენ.

საქართველო კი იმის გარდა, რომ დასავლური საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიის მეშვეობით ამზადებს გამოსვლებს, სხვა უპირატესობასაც ფლობს. საქართველოს ხელისუფლებაში მრავალი ახაალგაზრდაა, რომლებსაც დასავლეთში აქვთ განათლება მიღებული. ისინი რუსებთან შედარებით ბევრად უფრო ფოტოგენურები არიან, უკეთესად ფლობენ ინგლისურს და დასავლეთტან უკეთესი კონტაქტები აკავშირებთ. რუსეთი კი წამგებიან თამაშს ეწევა და ამერიკულ ტელეარხებსაც კი ადანაშაულებს სიტყვის თავისუფლების შელახვაში. ნათქვამია ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში.

გაზეთ ვაშინგტონ პოსტის დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, გაეროში ამერიკის ელჩის რიჩარდ ჰოლბრუკის სტატია სათაურით "რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა".

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს აშკარაა, რომ მოსკოვმა წარმატებას მიაღწია. თუმცა კრემლმა ვერ შესზლო ერთ-ერთი მთავარი მიზნის განხორციელება. საქართველოს პროდასავლული პრეზიდენტის სააკაშვილის მოშორება.

რუსეთი სრულიად აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ქართული არმია და ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. მოსკოვი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კრემლი ყველა ხერხს მიმართავდა სააკაშვილის მოსაშორებლად. ხელს უმართავდა შიდაარეულობებს, ქმნიდა ეკონომიკურ ბლოკადას. ბოლოს ღია ომსაც მიმართა, მაგრამ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია. წერს რიჩარდ ჰოლბრუკი და აგრძელებს:

რუსულ ტანკებს თბილისიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებთ. რუსებმა გორის მიდამოებში ხორბლის ყანები გადაწვეს. მე ტავად მვიმყოფებოდი გორში და ყველაფერი ეს საკუთარი თვალით ვიხილე. ქალაქში ქართულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მთვრალი რუსი ჯარისკაცები დაძრწოდნენ. მათ ეს ტანსაცმელი მოიპარეს ვინაიდან ქართული ფორმები საგრძნობლად სჯობია რუსულს. აცხადებს რიჩარდ ჰოლბრუკი.

რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დიდწილად განსაზღვრავს ამერიკის მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკურ კურსს. იმას თუ რას უნდა დაუპირისპირდეს ამერიკა. იმ დროს, როდესაც დასავლეთი ბჭობს იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაისაჯოს რუსეთი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრძოლის ველი ჯერ-ჯერობით საქართველოა.

რუსეთის დიდი რვიანიდან გაძევებამ ან რუსეთისთვის ოლიმპიადის ჩატარების უფლების წართმევამ შეიძლება მოსკოვზე იმოქმედოს ან არა, მაგრამ მთავარი რაც დასავლეთმა ახლა უნდა გააკეთოს ეს თბილისისთვის დახმარების აღმოჩენაა. სააკაშვილის გადარჩენა პუტინის დამარცხებას ნიშნავს. არნიშნულია სტატიაში.

სააკაშვილმა დანგრეული ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ ეკონომიკად აქცია და სწორედ ამით გააღიზიანა პუტინი. მართალია გამორიცხული არ არის, რომ რუსეთმა სააკაშვილის მოკვლა განიზრახოს. ამბობს ავტორი.

ბუნებრივია დასავლეთი გამოეპასუხება რუსეთს. მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომს არ აპირებს, მოსკოვი უნდა მიხვდეს, რომ პასუხს აგებს. კრემლის მომავალ სამიზნეს აზერბაიჯანი და უკრაინა წარმოადგენს. ცივი ომის დასრულებამ მსოფლიო შეცვალა. თუ როგორ განვითარდება დასავლეთისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობები, იმაზეა დამოკიდებული თუ რა მოხდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასრულებს გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიას რიჩარდ ჰოლბრუკი.

XS
SM
MD
LG