ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობის კანდიდატებად რჩებიან


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ამჟამად განხილავენ საქართველოში რუსეთის ქმედებების შედეგებს და მნიშვნელობას.

მინისტრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ რეგულარული კონტაქტი რუსეთთან შეუძლებელია მანამ სანამ რუსეთის ჯარები არ გავლენ საქართველოს ტერიტორიიდან.

ბრიუსელში მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერიც.

მას დამატებითი დეტალები აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ საქართველო-ნატოს კომისია შეიქმნას, რათა ურთიერთობა გაიზარდოს და განმტკიცდეს საქართველოსთან.

სხეფერმა აქვე კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ნატო ამასთან საქართველოში ექსპერტების ჯგუფს მიავლენს მდგომარეობის ადგილზე შესაფასებლად.

აშშ სახ. მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც ბრიუსელის შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ნატოს შეხვედრა მართლაც მოწმობს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიისადმი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამიერიდან ევროპაში არანაირი საზღვარი აღარ იარსებებს და რომ საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ნატოს წევრობის კანდიდატებად რჩებიან.

XS
SM
MD
LG