ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული პერსპექტივა


გუშინ საქართველოში კიდევ ერთი წამყვანი ევროპული სახელმწიფოს პირველი პირი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩამოვიდა. ამგვარი ვიზიტების შემდეგ კიდევ და კიდევ უფრო ნათელი და ცალსახა ხდება ევროპის დამოკიდებულება ამ ქართულ-რუსული კონფლიქტის მიმართ. ევროპა ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდა, რომ ქართულ მხარეს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან, არამედ პირველ რიგში რუსეთთან აქვს ურთიერთობის დარეგულირების პრობლემა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფილოსოფოსი გიგა ზედანია, რომელიც გვპასუხობს კითხვაზე: დამატებით კიდევ რა მოგვცა გუშინდელმა ვიზიტმა, რა ტიპის პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია და კონკრეტულად რა წინსვლებს ელის საქართველო უახლოეს მომავალში, რომელიც ამჟამად უკვე დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს.

გიგა ზედანიამერკელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ დასავლეთი ერთიანია ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით. აღარ არის განსხვავება ამერიკულ და ევროპულ პოზიციებს შორის, როგორც ეს მარტში იყო ბუქარესტის სამიტის დროს. ახლა მათ შორის უკვე სხვაობა აღარ არის და ეს უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეიდან რუსეთმა უნდა განიხილოს ევროპა, როგორც ერთი მთლიანი. პირველ რიგში რასაც მივაღწიეთ არის ის რომ ჩვენმა ვერსიამ მოვლენების განვითარებისა - გაიმარჯვა. სულ იყო ჩვენი მხრიდან ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი არის მხარე და არა მშვიდობისმყოფელი. კონკრეტულად რა მოყვება ამას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ეს რამდენიმე ხანში გაირკვევა. ახლა პირველ რიგში ჩვენი მიზანია რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და ცოტა ხანში დაიწყოს საუბარი რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე საერთაშორისო სამშვიდობოების სახით. და რასაკვრველია მაპის მიღება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა მოხდება დეკემბერში. ჩვენ ახლა უნდა მივახწიოთ დიპლომატიურ და ეკონომიკურ წარმატებას.

- დასავლეთს და ასევე ქართულ მხარეს დიდი იმედი აქვს, რომ რამდენიმე ხანში შესაძლებელი გახდება რუსეთის სამშვიდობო ჯარის საერთაშორისო სამშვიდობო ჯარებით ჩანაცვლება. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი, ყველა ბრიფინგზე კატეგორიულად აცხადებს, რომ ამ მოსაზრებას არავითარი პერსპექტივა და შანსები არა აქვს. რუსეთი არასდროს დატოვებს ამ კონფლიქტურ ზონებს. სამწუხაროდ დღევანდელ დღემდე რუსეთი ძალიან წარმატებულად დეკლარირებს საკუთარ სიძლიერეს და დამოუკიდებლობას – რომელიც დაუმორჩილებლობაში ვლინდება. უკვე 5 დღეა რუსეთს ყოველგვარი მოლაპარაკებების მიხედვით უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რომელის არ ეკუთვნის კონფლიქტურ ზონებს, მაგრამ ყველას მოეხსენება რომ ეს ასე არ მოხდა. ამ შემთხვევაში რა გარანტია გვაქვს რომ მომავალში შეასრულებს დასავლეთის მოთხოვნებს და რის საფუძველზე გვაქვს ამ ოპტიმისტური პერსპექტივის იმედი?

გიგა ზედანიაკეტეგორიული ტონი მათ შეუძლიათ რომ შეინარჩუნონ, მაგრამ მათი პრობლემა არის ის, რომ მათი ვერსიის აღარავის აღარ ჯერა. მათმა ვერსიამ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია – კონკრეტულად კი ის, რომ რუსეთის ჯარი სამშვიდობო ფუნქციას ასრულებს. კონკრეტულად როგორ წავა და განვითარდება მოვლენები, ამ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ფუნდამენტური მნიშვნელობის არის ის, რომ დღეს უკვე ყველას სჯერა – რომ რუსეთს არავითარი სამშვიდობო ინიციატივა არა აქვს.

- მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით ფილოსოფოს გიგა ზედანიას, რომელიც საქართველოს უახლოესი პერსპექტივის ვერსიებზე საუბრობდა.

XS
SM
MD
LG