ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ავღანეთში


ავღანეთში 20 თალიბი მეამბოხე მოკლეს.ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ადგილობრივი პოლიციის მეთაურმა მისი განცხადებით ავღანეთში შეიარაღებული ძალების ერთერთ ქვედანაყოფს ფარას პროვინციაში თავს დაესხა მეამბოხეთა შეიარაღებული ჯგუფი. ავღანეთის სამთავრობო და კოალიციურმა ძალებმა ერთობლივ ოპერაციაში საპასუხო დარტყმა მიიტანეს. კოალიციის წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ფაქტი რომ მემაბოხეების პოზიციებზე ავიადარტყმა მიიტანეს მას შემდეგ რაც განხორციელებული იყო ეს თავდასხმა. ამერიკული კონტინგენტის პრესცენტრმა ვერ დაადასტურა მოკლულ მეამბოხეთა რიცხვი თუმც განაცხადა რომ ამერიკულ ძალებს ცოცხალ ძალებში დანაკარგი არ ჰქონდათ. ამას გარდა ავღანეთში კოალიციური ძალების განცხადების თანახმად ღაზნის პროვინციაში მომხდარი შეტაკების დროს შემთხვევით მოჰკლეს 4 ქალი და ბავშვი. აშშ-ის სამხედსრო კონტინგენტის წარმომადგენელმა აგანცხადა რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა გიროს ოლქში

XS
SM
MD
LG