ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა


ირანის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოსცადეს 9 შორი და საშუალო რადიუსის მქონე რაკეტები. სპეციალისტთა აზრით ზოგს ამ რაკეტებიდან სამიზნე ობიექტების ისრაელის ტერიტორიაზე განადგურების უნარი შესწევთ.

როგორც ამ ინფორმაციაშია ნათქვამი გამოცადეს შაჰაბ სამის ტიპის რაკეტის მოდიფიცირებული ვერსია რომელსაც 2000-ი კილომეტრის მოქმედების რადიუსი გააჩნია.

როგორც ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა განაცხადა რაკეტების გამოცდა წარმოადგენს იმ ფაქტის დემონსტრირებას რომ ირანს შესწევს მტრებისაგან თავდაცვის უნარი.

ირანის უზენაესი წინამძღოლის თანაშემწემ მანამდე განაცხადა რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ გაილაშქრებს ირანი უპირველეს ყოვლისა საპასუხო დარტყმას განახორციელებს ისრაელსა და სპარსეთის ყურეში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის გემებზე.

თეთრმა სახლმა დღეს კატეგოირულად მოუწოდა ირანს სასწრაფოდ შესწყვიტოს საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროცესი და მომავალში კი თავი შეიკავოს რაკეტების გამოცდისაგან.


XS
SM
MD
LG