ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკმაყოფილოა აშშ-ის გეგმებით


რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება თუ აშშ-ი რაკეტსაწინაღო სისტემას განალაგებს აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტმა დიდმიტრი მედვედევმა იაპონიაში დიდ რვიანის სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა რომ რუსეთი ძალზე უკმაყოფილოა ხელშეკრულებით რომელსაც პრაღაში ხელი მოაწერეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა. ამ ხელშეკრულების ძალით ვაშინგტონს უფლება ეძლევა ჩეხეთის ტერიტორიაზე განალაგოს რაკეტსაწინაღო სისტემის განსაზღვრული კომპონენტები. ხელშეკრულებას რატიფიცირება უნდა მოუხდინოს ჩეხეთის პარლამენტმა რომლის შემადგენლობის ნახევარი ეწინააღმდგება ამ გარიგებას. აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს რომ ამ რაკეტსაწინაღო სისტემის დანიშნულება ირანის მხრივ შესაძლო სარაკეტო დარტყმის მოგერიებაა. რუსეთი არ ეთანხმება ამ აზრზს და ამტკიცებს რომ იგი მის უშიშროებას უქმნის საფრთხეს.


XS
SM
MD
LG