ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი განცხადებას აკეთებს საქართველოს შესახებ.

დღეს პრაღაში აშშ-მა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩეხეთის ტეროტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის გალაგების თაობაზე. აშშ-ი ათი რაკეტის განლაგებას ცდილობს პოლონეთის ტერიტორიაზე.

კონდოლიზა რაისი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა როგორც სიკორსკმი განაცხადა მიუხედავად იმისა რომ არანაირი წინსვლა არ ფიქსირდება ამერიკა-პოლონეთის მოლაპარაკება რაკეტსაწინაღო სისტემაზე გაგრძელდება. პოლონეთი ამ სისტემის განლაგების სანაცვლოდ ამერიკისაგან მისი საჰაერო თავდაცვის სიტემის მოდერნიზებას ითხოვს.

პრაღაში დღეს გაკეთებულ განცხადებაში კონდოლიზა რაისმა ხაზგასმით აღნიშნა რომ რუსეთის ქმედება ზრდის დაძაბულობას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში . "საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მას უნდა მოეპყრან როგორც ასეთს. ჩვენ განვაცხადეთ რომ რუსეთი და საქართველო უნდა მოერიდონ პროვოკაციულ ქმედებებს"

ამ ფონზე ეგრედ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აცხადებს რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის რაიონში დააკავეს ოთხი ქართველი სამხედრო. კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში.


XS
SM
MD
LG