ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტელეჟურნალისტი მოჰკლეს


ერაყის პოლიციიის განცხადებით ქალაქ მოსულში ტელეჟურნალისტი მოკლეს.

მუჰიედდინ აბდულ ჰამიდი თავისი საცხოვრებელი სახლის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს. ის ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი იყო რომელიც სახელმწიფოს ექვემდებარებოდა.

როიტერსის ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით აბდულ ჰამიდს და მის კოლეგებს დიდი ხანია ემუქრებოდნენ.

მას შემდეგ რაც ერაყში ამერიკის ჯარები შეიჭრნენ ამ ქვეყანაში 130 ჟურნალისტი მოკლეს. ამ ხნის განმავლობაში ერაყში კიდევ 50 კაცი დაიღუპა რომლებიც ტელევიზიაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG