ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პარლამენტი

საქართველოს ახალი პარლამენტი ყავს. ისე მოხდა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ერთი და ამ შემთხვევაში მმართველი პარტია საკონტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი. უკანასკნელ დროს, კერძოდ ნოემბრის მოვლენების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავად მოიპოვა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ დემოკრატიისაკენ. კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ არა გეგმიური საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევენები მიიღო. ერთი სიტყვით გარკვეული მონაპოვარი აშკარა იყო უკანასკნელ დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა დემოკრატიის განმსაზღვრელმა შკალამ ვერ მიაღწია იმ ნიშნულს, როდესაც პარლამენტში წარმოდგენილი ძალები მეტად დაბალანსებულნი და გადანაწილებულნი იქნებოდნენ. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ აისახება ქვეყანაზე ის ფაქტი, რომ 150 კაციან პარლამენტში 120 მათგანი ერთი პარტიის წარმოამდგენელია, რა ელის ქართულ დემოკრატიას? ჩვენს კითხვას პოლიტოლოგი მალხაზ სალდაძე პასუხობს.

მალხაზ სალდაძე – რეალურად, რაც ამ საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა სიახლე არ ყოფილა. ამგვარი პროპორციით იყო წინა პარლმენტიც და ახლაც იგივე მივიღეთ. მოლოდინი რასაკვირველია იყო, რომ მართველი პარტია ამდენ ხმას არ მიიღებდა. თავისთავად ლოგიკური იქნებოდა, რომ მომხდარიყო წარმომადგენლობის დაბალანსება სხვადასხვა პარტიებს შორის. მიზეზებში ჩაძიება შეიძლება და შეიძლება ვილაპარაკოთ თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ეს შედეგი. ძირითადი მიზეზი არის ის, თუ რა პოლიტიკური კულტურაა საზოგადოებაში. თუკი ვსაუბრობთ იმაზე, როგორ აკეთებს ქართველი ამომრჩეველი არჩევანს, რამდენად რაციონალურია ის, რადენად მომზადებულია საზოგადოება რეალურად დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებისთვის და ა.შ. რომ ავიღოთ მმართველი პარტიის ძირითადი ლოზუნგი “საქმე ლაპარაკის ნაცვლად” -ეს მაინც და მაინც ვერ დაიკვეხნის იმით, რომ ეხამება დემოკრატიის ძირითად არსს, რაც გამოიხატება იმაში, რომ დიალოგის საშუალებით ხდება კონსესუსის მიხწევა. რეალურად საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ალბათ მართლა არის უმრავლესობა - გააკეთა არჩევანი არა იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები განვითარდეს, არამედ იმას, რომ გაკეთდეს საქმე ანუ მოხდეს ეფექტური მმართველობის მექანიზმების დანერგვა ქვეყანაში. ეფექტური მართვის მექანიზმები, რამდენად დემოკრატიული პროცესების შეფერხების ხარჯზე მიიღწევა, ეს უკვე სულ სხვა საკითხია, რადგან როგორც გამოცდილება გვიჩვენებს ევროპაში, ვგულისხმობ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარს ან მსოფლიოს სხვა რეგიონებში დღემდე თუ მივადევნებთ თავლყურს და გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რეალურად ეფექტური მმართველობა ხშირად ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინების და დემოკრატიული პროცესების შეკვეცის ხარჯზე. თუ ხდება პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზება გარკვეული პოლიტიკური ძალის ხელში, რომელსაც აქვს გარკვეული პოლიტიკური პროექტი, რომლის განხორციელებასაც გაცილებით მარტივად ახდენს თუკი ამაში არ ერევა სხვა პოლიტიკური ძალები და სხვა ძალაუფლების ცენტრები - გაცილებით უფრო იოლია, რა თქმა უნდა ამ პროექტების და შესაბამისად მართვის განხორციელება. ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობდი, არის თუ როგორ განწყობებს და დამოკიდებულებებს ნერგავს პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ან გამოიმუშავებს საზოგადოებაში თავად პოლიტიკური სისტემა. ანუ, პრეზიდენტის მნიშვნელობა რომ უფრო მაღალია, პარლამენტი მნიშვნელობაზე ეს არის უკვე იმ გამოცდილების შედეგი, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ დაინერგა იმის გამო, რომ არ იყო პოლიტიკური ნება, განწყობა პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რომ მომხდარიყო სისტემის გახსნა საზოგადოების მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა ასეთ პირობებში საზოგადოებას უჩნდება დამოკიდებულება სისტემის მიმართ, რომ მან უნდა იმზრუნველოს მასზე, უნდა იყოს პატრონის მდგომარეობაში. გამომდინარე აქედან პრეზიდენტის ფიგურა, პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო იკვეთება, ვიდრე პარლამენტი. სწორედ ეს არის ქართული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ერთერთი სამწუხარო ფაქტი. მაგრამ თავად საზოგადოებასაც ვერ დავაბრალებთ ამას, ეს არის იმ პოლიტიკური სისტემის ბრალი, რომელმაც ასეთი დამოკიდებულებების გამომუშავებას ხელი შეუწო.

- როგორც ჩანს პოლიტიკური ნება ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, იმაზე რომ ქვეყანა სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი გამორჩეულად ძლიერია, მეტად მრავალფეროვანი და დემოკრატიული პარლამენტი გვქონოდა - ჯერ არ არის, რაც სამწუხაროდ პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული დემოკრატია ჯერ არ არის მზად დემოკრატიისათვის.

XS
SM
MD
LG