ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოსახლეობა ყოველწლიურად შვიდასი ათასი კაცით მცირდება


ეს ტენდენცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე თექვსმეტი წლის განმავლობაში აღინიშნება. რუსეთში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამოცდაცამეტი, ხოლო მამაკაცის კი ორმოცდაცხრამეტი წლით განისაზღვრება. ეს კი დაახლოებით ორი ათეული წლით ნაკლებია ვიდრე დასავლეთ ევროპაში:

“მე ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ორმოცდაშვიდი, ორმოცდარვა, ორმოცდაათი სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალნენ” ამბობს ლარისა ილგოვა, რომელმაც შარშან დაკარგა მეუღლე.

ჯანდაცვის დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ადრეული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არაჯანსაღი დიეტა, ზედმეტი მუშაობა, სიგარეტი, არეული ცხოვრება და პირველ რიგში ალკოჰოლიზმი წარმოადგენს.

თუმცა რუსი დემოგრაფი იგორ ბელობოროდოვი ამბობს, რომ ალკოჰოლიზმი ბევრად უფრო დიდი პრობლემის ერის მორალური დაცემის გამოხატულებაა. მისი თქმით რელიგიურად აქტიურ მოსახლეობაში ალკოჰოლიზმი არ აღინიშნება. მისი თქმით, ამ ჯგუფებს აგრეთვე მაღალი შობადობაც ახასიათებთ:

“ეს პირველ რიგში მორწმუნე მართლმამდიდებლებზე შეიძლება ითქვას. ბევრი ბავშვი აგრეთვე მუსლიმებსა და ბუდისტებსაც უჩნდებათ. განსხვავებული დემოგრაფია ძირითადად იმ ჯგუფებში აღინიშნება, რომლებიც განსაზღვრულ ზნეობრივ წესებს მისდევენ”. ამბობს ბელობოროდოვი.

მისი თქმით, სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ათეიზმის პროპაგანდამ წაუშლელი კვალი დატოვა საზოგადოებაში. კომუნისტურმა სისტემამ შენელებული მოქმედების ბომბი წარმოშვა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამოქმედდა.

რუსეთის ახლა უკვე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 20020 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობის სამოცდათხუთმეტ წლამდე გაზრდა დასახა მიზნად. თუმცა დემოგრაფებს ეჭვი ეპარებად იმაში, რომ პრობლემის მოგვარებას მხოლოდ თორმეტი წელი დასჭირდება:

“ჩემის აზრით პრობლემისადმი ისეთი მიდგომა, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას ისახავს მიზნად და შობადობას ყურადრებას არ აქცევს პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეს მიდგომა მხოლოდ მოსახლეობის დაბერებას გამოიწვევს. ანუ ჩვენ უფრო მეტი მოხუცი გვეყოლება, მაგრამ სამუშაო ასაკის მოსახლეობაზე ზეწოლა ბევრად უფრო გაიზრდება. მითუმეტეს, რომ ახლა უკვე ჩვენი საპენსიო სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია”. აღნიშნავს იგორ ბელობოროდოვი.

დემოგრაფების თქმით, სამუშაო ასაკის საკმარისი მოსახლეობის ყოლა არა მხოლოდ პენსიონერთა შემოსავლის უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი, არამედ აუცილებელია არმიის არსებობისათვის და ეკონომიკის განვითაერებისათვის.

ზოგი შიშობს, რომ მოსახლეობის ვაკუუმს ნელ-ნელა ჩინელები შეავსებენ. ეს ტენდენცია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უკვე რეალობას წარმოადგენს:

ურალის აღმოსავლეთით, ადამიანის საარსებო ნორმალური პირობები მხოლოდ ჩინეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს. რუსეთში ოფიციალურად თორმეტ მილიონამდე იმიგრანტია. მათ უმეტესობას არალეგალები წარმოადგენენ. რუსეთში ქსენოფობია მძვინვარებს. იმიგრანტებს ხშირად ესხმიან თავს და ხოცავენ. გაერო წინასწარმეტყველებს, რომ მიმდინარე საუკუნის შუა წლებისთვის რუსეთის მოსახლეობა ას მილიონზე ნაკლები იქნება.

XS
SM
MD
LG