ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა !


სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე საქართველოს პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა. აღლუმში 2.600 სამხედრო მონაწილეობდა და 90 ერთეული ტექნიკა. აღლუმი რუსთაველის გამზირზე 11 საათზე დაიწყო და დაახლოერბით ერთ საათს გაგრძელდა, იმავე დროს სპორტის სასახლესთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ, შემდეგ ისინი 100 ათასამდე ადამიანამდე რუსთაველის გამზირისკენ დაძრნენ, თუმცა პროსპექტი პარლამენტის წინ უკვე თავისუფალი იყო. აღლუმი იმ დროისთვის დასრულდა. რუსთაველის გამზირამდე ყველა აქციის მონაწილე არ მივიდა, გზადაგზა ხალხი მიმოიფანტა.

ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების შედეგებით ახალი მოწვევის უმღლეს საკაკონმდებლო ორგანოში 30 მანდატი ერგო, პარლამენტარობაზე უარს აცხადებს, ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, ითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ცსკოს ვადას უსაზღვრავს.. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ირაკლი იაშვილის თქმით პროტესტის მუხტი ხალხში ძალიან დიდია, ხალხი ასეთ შედეგებს არ შეეგუება, ხოლო რაც სპეცდანიშნულოების რაზმს ეხება, რომელის იდგა პარლამენის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი იაშვილის თქმით ჯარი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღს არ აღმართავს, მითუმეტეს შეტევაზე გადასვლას ოპოზიცია არ აპირებს.. ამბობს იგი.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე დღეს განაცხადა, რომ მათი აქცია არ არის მიმართული სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა მსოფლიოს გეოპოლიტიკის წინააღმდეგ. მე არ მაინტერესებს ამერიკის და ევროპის ინტერესები, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ - განაცხადა ლ.გაჩეჩილაძემ...

მიხეილ სააკაშვილი კვლავ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს. გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო რუსთაველის გამზირზე 4 საათზე დასრულდა აქცია.

XS
SM
MD
LG