ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევერესტი 77 წლის მამაკაცმა დაიპყრო


ნეპალიდან იტყობინებიან, რომ 77 წლის ნეპალელი მამაკაცი ყველაზე ხნიერი ადამიანია, რომელმაც ევერესტის მწვერვალი დაიპყრო. მისი სახელია მინ ბაადურ შერჩანი. ევერესტის პიკს მან დღეს დილით მიაღწია. ცნობილია, რომ იგი კარგად გრძნობს თავს და ამ წუთებში მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის ყინულოვანი ფერდობებიდან ეშვება მისი გუნდის სხვა წევრებთან ერთად. შერჩანმა გასულ წელს იაპონელის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა, რომელმაც მწვერვალი 71 წლის ასაკში დაიპყრო. გასულ კვირას ევერესტზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა ერთერთმა შერპამ, რომელმაც მწვერვალი მე18 დ დაიპყრო.
XS
SM
MD
LG