ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ბუში აცხადებს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალების მიცემა დაუშვებელი შეცდომა იქნება


დღეს ისრაელის პარლამენტში, კნესეტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალების მიცემა მომავალი თაობების ღალატის ტოლფასი მიუტევებელი შეცდომა იქნება. პრეზიდენტმა თეირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად მონათლა. მისი თქმით, მსოფლიომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალება არ უნდა მისცეს. ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა ელექტროენერგიის და არა ბირთვული იარაღის მოპოვებას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა ბუშმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ურღვევ ალიანსში არიან. მან უარყო ის მოსაზრება, რომ თითქოს იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ისრაელთან თანამშრომლობას შეწყვეტს, ახლო აღმოსავლეთის პრობლემები მყისვე მოგვარდება. პრეზიდენტის თქმით, ისლამისტისტი ექსტრემისტები, ალ-ყაიდა, ჰესბოლა და ჰამასი აუცილებლად დამარცხდებიან, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთის მუსლიმები კარგად ხედავენ იმას, რომ ეს ორგანიზაციები უსამართლო ხერხებით იბრძვიან.
XS
SM
MD
LG