ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ მინისტრმა შიიტური და სუნიტური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების განკარგულება გასცა


ერაყის პრემიერ-მინისტრი შიიტური შეიარაღებული ფორმირებებისა და სუნიტი მოთარეშეების განიარაღების განკარგულებას იძლევა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ, შიიტური შეიარაღებული ფორმირებების, სუნიტი მოთარეშეებისა და ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლის განიარაღების განკარგულება გასცა. დღეს ბაღდადში ჩატარებული პრეს-კონფერენციის მსვლელობისას გაკეთებულ ბატონ ალ-მალიკი განცხადებას წინ უსწრებდა, რადიკალურად განწყობილი შიიტი სასულიერო პირის მოკდათა ალ სადრის დაქვემდებარებაში მყოფ შიიტურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ამერიკელ და ერაყელ სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკება, რომელსაც შიიტების თქმით, სამოცდაექვსი შიიტი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ერაყის პოლიცია იძიებს ქალაქ კირკუკში გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს.
XS
SM
MD
LG