ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთის დეპუტაციის პროტესტი


მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ყველა იმ გადაწყვეტილებების გადასინჯვისკენ მოუწოდა, რომლებიც არღვევს საქაღტველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მიხეილ სააკაშვილმა ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, თქვა , რომ ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობისგან არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ უახლოეს მომავალში კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს. - ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი მექანიზმებით ვერ შეაჩერებენ საქართველოს გზას დემოკრატიული, წარმატებული ედა ერთიანი ქვეყნისკენ, აცხადებს მ.სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს სახიფათოდ გართულებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

მაგრამ აფხაზეთის დეპუტატთა ჯგუფი პრეზიდენტის სახელზე მიმართვას ამზადებს, დაკავშირებით ცსკოს გადაწყვეტილებასთან, რომლის თანახმად გულრიფშის რაიონი მესტიის რაიონს შეუერთდა. რა დაინახა ამაში საგანგაშო აფხაზეთის დეპუტაციამ ? რას აპროტესტებს იგი ? - ამ კითხვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ჯემალ გამახარიას მივმართე, რომელიც ამბობს : - ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ მომავალ არჩევნებში ზემო აფხაზეთი სრულიად უკანონოდ, აფხაზეთის კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით იქნება მიერთებული მესტიასთან. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. აფხაზეთის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს მისი თანხმობის გარეშე, ნებისმიერი რაიონის საზღვრის შეცვლას სჭირდება არა ცსკოს გადაწყვეტილება, არამედ მტავრობის, მაგრამ როცა საქმე აფხაზეთს ეხება, აქ მთავრობის გადაწყვეტილებაც არ კმარა. იმიტომ რომ იგი არის ცალკე ავტონომიური ერთეული .ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე გამორიცხულია მოხდეს ტერიტორიის ასეთი ცვლილება.

XS
SM
MD
LG