ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეში ჩვეულებრივად დაიწყო სამუშაო დღე


ზიმბაბვეში ჩვეულებრივად დაიწყო სამუშაო დღე მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რათა ამ უკანასკნელმა ბოლოსდაბოლოს გამოაქვეყნოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

ზიმბაბვეს დემოკრატიული ცვლილებების მოძრაობამ საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო, რომელმაც უარყო მათი პეტიცია არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შესახებ.

ოპოზიცია მოერიდა ქუჩებში საპროტესტო აქციების ჩატარებას და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოწოდა. ძალადობის თავიდან აცილების მიზნით ჰარარეს ქუჩების პატრულირებას საგანგებო დანიშნულების პოლიცია ანხორციელებს.

შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ზიმბაბვეს პოლიტიკური კრიზისის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოში გეგმავენ.

XS
SM
MD
LG