ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში საშუალო განათლების შინ მიღების პრაქტიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს


ვირჯინიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფეირფაქსის ტბაზე სათევზაო სეზონია. მეტყევეები და მოხალისეები ტბაში ფერმებში გაზრდილ კალმახს უშვებენ. ერთ-ერთი მათგანი ათი წლის კაილა ნათანიელია. კაილა საშუალო განათლებას შინ იღებს:

“მე ვიცი, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მალე კალმახი შეიძლება გაწყდეს. მე აქამდე არ ვიცოდი თუ როგორ გამოიყურება კალმახი. და ძალზე მოვიხიბლე”. ამბობს კაილა.

პარკში მისვლა კაილასა და მისი დის კალაიას დედისა და მასწავლებლის ლესლის მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს:

“ძალზე მოხარული ვარ, რომ იმის სინამდვილეში განცდის საშუალება მოგვეცა, რასაც შინ ვსწავლობთ”. გვეუბნება ლესლი.

კაილა და კალაია სამეცნიერო ცდას ატარებენ. ისინი დედასთან ერთად ფოთლებს აგროვებენ მცირე ბადეში და რუში აგდებენ:

“ფოთლებით გავსებული ბადე უმცირესი უხერხემლოების დაჭერაში გვიწყობს ხელს. ეს ორგანიზმები კალმახის საკვებს წარმოადგენენ. ჩვენ ბადეს რუში სამი ოთხი კვირის განმავლობაში ვტოვებთ. შემდეგ ვნახავთ თუ რამდენი მიკროორგანიზმია იქ. სუფთა რუში მრავალი მიკროორგანიზმია და ასეთი წყალი თევზის არსებობას უწყობს ხელს. თუ წყალი დაბინძურებულია ბუნებრივია იქ თევზიც არ იქნება დიდი რაოდენობით”. ამბობს ლესლი.

გოგონები სახელმძღვანელოებად სხვადასხვა წიგნს, რუკას და თავსატეხს იყენებენ:

“აი შეერთებული შტატები ჩვენ აი აქ ვცხოვრობთ. ხედავთ ამ პატარა ვარსკვლავს?”. მიუთითებს რუკაზე ლესლი. გოგონები დადებითად პასუხობენ.

“აი აქ კი ბიძათქვენი მეთიუ ცხოვრობს”. აგრძელებს ლესლი და თითს ადებს სან ფრანცისკოს აღმნიშვნელ წერტილს.

მისი თქმით, სწავლის პროცესი თითქმის უწყვეტად და ყველგან მიმდინარეობს:

“მაგალითად სამზარეულოში ჩვენ წონის ერთეულების შესახებ ვსაუბრობთ” აგრძელებს ქალბატონი ნათანიელი.

ამერიკაში ნებისმიერ მშობელს შეუძლია ბავშვის სკოლიდან გამოყვანა და მისთვის განათლების შინ მიცემა. თუმცა ბუნებრივია ასეთი განათლება გარედანაც რეგულირდება. ყველა შტატშ რეგულირების სხვადასხვა კანონი მოქმედებს. ლესლის თქმით, მან ადგილობრივი სასკოლო უბნის ხელმძღვანელს რეგულარულად უნდა წარუდგინოს სასწავლო გეგმა და ყოველი წლის მიწურულს ქალიშვილების მიღწევებში დაარწმუნოს იგი:

“ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩვენი შვილები შინ სრულფასოვან განათლებას იღებენ. მტკიცების უადვილეს ფორმას, საჯარო სკოლების სტანდარტირებული ტესტის გავლა წარმოადგენს”. ამბობს ლესლი.

იგი აღნიშნავს, რომ ხსირად ის მშობლები, რომლებიც შვილებს განათლებას შინ აძლევენ, ინტერნეტს იშველიებენ და, რომ ამერიკაში მრავალი ორგანიზაცია უწევს დახმარებას ასეთ მშობლებს. ზოგი ჯგუფი სახელმძღვანელოებით ამარაგებს მათ:

“თუ თქვენ ასეთ კომპანიას დაუკავშირდებით, ისინი უზარმაზარ ყუტს გამოგიგზავნიან, რომელშიც ყველაფერი იქნება ჩალაგებული თქვენი ბავშვის ასაკის შესაფერისი განათლების მისაღებად”. გვაუბნება იგი.

ლესლი ნატანიელი, განათლების შინ მიღების მომხრე ამერიკელ მსობელთა სულ უფრო მზარდ ნაწილს წარმოადგენს:

“შეერთებულ შტატებში ასეთ განათლებას დაახლოებით ორი მილიონი ბავშვი იღებს. ჩვენთან ვირჯინიაში, შტატის განათლების დეპარტამენტის მონაცემებით დაახლოებით ოცდაერთი ათასი ბავშვი სწავლობს შინ”. ამბობს ასეთი მშობლების ვირჯინიაში მოქმედი ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე სილესტ ლენდი.

მისი თმით ბევრი ბავშვი, თუმცა ყველა არა განათლებას რელიგიური მოსაზრებით იღებს შინ:

“ზოგი მშობელი ამას უკეთესი აკადემიური მიღწევის ქონის გამო აკეთებს. მრავალ ბავშვს სხვადასხვა სახის სწავლის შეძრუდული უნარის დიაგნოზს უსვავენ. ზოგი ამას სოციალური მოსაზრებით აკეთებს, როდესაც მათი ბავშვი სხვა ბავშვებთან ნორმალურ ურთიერთობებს ვერ ამყარებს.

ლესლი ნათანიელმა სამსახური მიატოვა და მთლიანად საკუთარი ქალიშვილების სწავლებაზე გადაერთო. მიზეზი ძალზე უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. მას ძალიან უნდოდა, რომ თვალი ედევნებინა გოგონების ზრდისათვის და ხელი სეეწყო მათი განვითარებისთვის.

XS
SM
MD
LG