ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ისლამაბადში დადო ფიცი


პაკისტანის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ პრეზიდნტ მუშარაფის წინაშე დადო ფიცი. ეს ცერემონია ისლამაბადში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

იუსუფ რაზა გილანიმ მუშარაფის დიქტატურის ხანაში 4 წელი ციხეში გაატარა. ის ახლახანს მოკლული პაკისტანის ოპოზიციის ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს სახალხო პარტიის წევრია.

დღეს პაკისტანის მთავრობასთან მოლაპარაკების მიზნით ისლამაბადში ამერიკელი დიპლომატები ჯონ ნეგროპონტე და რიჩარდ ბაუჩერი ჩავიდნენ. ისინი უკვე შეხვდნენ პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის წევრია.

XS
SM
MD
LG