ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებების მდგომარეობა აზერბაიჯანში


ამერიკის ელჩმა აზერბაიჯანში ენ დერსიმ დაჰგმო ყოველდღიური გაზეთის “აზადლიქის” ჟურნალისტ აგილ ხალილზე განხორციელებული თავდასხმა. 13 მარტს ბატონ ხალილს ორი ამოუცნობი ვინაობის პირი დაესხა თავს. ბოლო ერთი თვის მანძილზე, მსგავსი ტიპის თავდასხმა მეორედ ხდება. ბატონი ხალილი ბაქოში, მიწის კორუფციის საკითხს იძიებდა. ელჩმა დერსიმ აგილ ხალილი საავადმყოფოში მოინახულა. ამერიკის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანში ძალადობა პრესის დაშინებას ისახავს მიზნად. აქტ “ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა და სხვა ძალადობრივი აქტები ჟურნალისტების წინააღმდეგ შიშის ატმოსფეროს ქმნის” ც.დ. ბატონ ხალილზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე “აზადლიქის” რედაქტორ--განიმატ ზაჰიდოვის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა განაჩენი--მწვავე ხლიგანიზმის მუხლით და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ზაჰიდოვის ბრალდება შეთითხნილია მისი დამუნჯების მიზნით. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოელ საიმონმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი სიმართლის დამახინჯებაა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მან რედაქტორის დაუყოვნებლივი განთავისუფლებისკენ მოუწოდა. აშშ სახდეპის ბოლო ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში, მას მედიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა 2007 წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების გარკვეული რაოდენობის წინააღმდეგ, რომლებმაც მთავრობის მოქმედება გააკრიტიკეს, სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, ზოგი მათგანი დაიჭირეს, ზოგს კი ჯარიმა დაუწესეს. ჟურნალისტებს ამას გარდა, აწამებდნენ, ემუქრებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რაც სწორედ მათ კრიტიკასთან და ჟურნალისტურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ანგარიშში ასევე მოყვანილია აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტები, მათ შორის მთავრობის მოწინააღმდეგე ადამიანების წამება და დაკავება, გაუსაძლისი მდგომარეობა ციხეებში და შეკრების, გაერთიანებისა და რელიგიის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები. აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ჯონათან ფარარი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მას-მედიის არსებობისათვის, სიტყვისა და თავშეკყრის უფლების თავისუფლება კრიტიკული მნიშვნელობისაა. მისი განცხადებით, თავისუფალი პრესა ჟურნალისტების დაშინების პირობებში ვერ იარსებებს.
XS
SM
MD
LG