ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ რაკეტსაწინაღო სისტემის ალტერნატიული ვარიანტის შესახებ ჯერ წინადადება არ მიუღია აშშ-სგან


რუსეთი აცხადებს, რომ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განშლის კომპრომისული ვარიანტის შესახებ შეთავაზება შეერთებული შტატებისგან ჯერ არ მიუღია. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განშლის კომპრომისული ვარიანტის შესახებ შეთავაზება შეერთებული შტატებისგან ჯერ არ მიუღიათ. ეს შეთავაზება ამერიკას გუშინ უნდა წარედგინა. თუმცა რუსეთი თვლის, რომ დაგვიანება ტექნიკური და არა პოლიტიკური მიზეზებითაც შეიძლება მომხდარიყო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი გუშინ მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდნენ რაკეტსაწინაღო სისტემის შესახებ სასაუბროდ. ქალბატონმა რაისმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სისტემის ირგვლივ მხარეების უთანხმოების მოგვარების იმედი გამოთქვეს. ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემა პოლონეთში ათი რაკეტის, ხოლო ჩეხეთში კი რადარის განლაგებას იღვალისწინებს. სისტემა ირანის მსგავსი ქვეყნებისგან მომდინარე სასიშროებისგან ევროპის დაცვას ემსახურება.
XS
SM
MD
LG