ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ახლო აღმოსავლეთში ჩავა


აშშ ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი დღეს ომანში, საუდის არაბეთში, ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და თუქეთში დაიწყებს მგზავრობას. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ერაყი, მდგომარეობა ლიბანსა და სირიაში, ირანის მზარდი გავლენა რეგიონში, ძალადობა ღაზაში და ნაბთOბზე ფასების ზრდა აშშ-ში. ბატონი ჩეინი, საუდის არაბეთის, ხელისუფლებას სავარაუდოდ თხოვს ერაყთან გაზარდოს დიპლომატიური კავშირები. დიკ ჩეინი, ამას გარდა, ისრაელსა და პალესტინას სამშვიდობო შეთანხმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. თურქეთში, კი ჩეინი მოლაპარაკებებს გამართავს ერაყში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ გაკეთებული იერიშისა და ერაყის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
XS
SM
MD
LG