ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგარეტ ტეტჩერი საავადმყოფოში მოათავსეს


დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ლონდონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 82 წლის მარგარეტ ტეტჩერი საზოგადოებისთვის იშვიათად აკეთებს განცხადებებს 2002 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ “რკინის ლედიდ” წოდებული ტეტჩერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი 1979 წელს გახდა და ამ თანამდებობაზე იგი 10 წლის განმავლობაში მსახურობდა.
XS
SM
MD
LG