ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები შეერთებულ შტატებში


მნიშვნელოვანი შტატების დელეგაციების ირგვლივ დავა-კამათმა შეიძლება იმოქმედოს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინანტის გამოვლენაზე.

დემოკრატიულმა პარტიამ მიჩიგანის და ფლორიდის დელეგატებს პარტიის ეროვნულ კონგრესში მონაწილეობა აუკრძალა იმ მიზეზით, რომ მათ პირველადი არჩევნების ჩატარება საკუთარ შტატებში პარტიის კანონმდებლობის დარღვევით დაგეგმეს. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ კანდიდატს დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავს ამ შტატების საარცევნო კამპანიაში, სენატორმა ჰილარი კლინტონმა მოიგო ეს არჩევნები.

მიჩიგანში კი მისი მთავარი მეტოქე ბარაკ ობამა საერთოდ არ იყრიდა კენჭს. მიჩიგანისა და ფლორიდის შტატების გუბერნატორებმა ჯენიფერ გრენჰოლმმა და ჩარლი კრისტიმ ერთობლივი განცხადებით დემოკრატიულ პარტიას დელეგატების კონგრესზე დაშვება მოსთხოვეს. გუშინ ორივე შტატის დელეგატებმა მომავალი სტრატეგიის გამოსამუშავებლად შეხვედრა მოაწყეს. ამ დროს კი ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი პირველადი არჩევნების შემდეგი ტურისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG