ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა ისრაელში


პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ არ გააგრძელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ისრაელთან, მანამ სანამ მხარეები არ დაზავდებიან ღაზის სექტორში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

აბასმა ეს განცხადება დღეს გააკეთა აშშ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს. რაისი, როგორც ცნობილია, პალესტინელებს მოუწოდებს განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. იმავდროულად აშშ ისრაელს თხოვს შეწყვიტოს მშვიდობიანი მოქალაქეების შევიწროვება ღაზაში.

ქალბატონი რაისი დღეს იმ პალესტინელ დელეგატებს შეხვდა, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ რაც ისრაელის ძალები ღაზის სექტორში მეამბოხეებს დაუპირისპირდნენ. ისრაელის არმიის განცხადებით, შეტაკებებისას დაიღუპა ისლამური ჯიჰადის ერთერთი მეთაური. პალესტინური მხარე კი იტყობინება, რომ შეტაკებებს ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 10 პალესტინელი.

დღეს მოგვიანებით აშშ სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც იგი ისრაელს თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკსა და საგარეო საქმეთა მინისტრს წიფი ლივნის შეხვდება.

ამ წუთებში მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონდოლიზა რაისი ადასტურებს ისრაელისა და პალესტინის ლიდერების გეგმებს--განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG