პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქება, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელდა. აფეთქების შედეგად დაჭრილია თოთხმეტი კაცი.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტებმა თავი პაკისტანის სამხედრო საზღვაო კოლეჯის ავტოსადგომის ტერიტორიაზე აიფეთქეს. ლაჰორის პოლიციის უფროსის მალიკ მოჰამედ იქბალის თქმით, ერთმა ტერორისტმა თავი ჭიშკართან აიფეთქა, რითაც გზა გაუხსნა მეორე ტერორისტს, რომელიც ავტოსადგომის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ აიფეთქა თავი. ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის ის თუ ვის მიერაა მოწყობილი ეს ტერაქტი.