ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ევროპას დაემუქრა


უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთთან დისპუტი არ მოგვარდება, იგი დასავლეთ ევროპისთვის გათვლილ ბუნებრივ აირს საკუთარი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

უკრაინული კომპანია ნეფტოგაზი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის დასავლეთ ევროპისთვის მიწოდება იმ დროს, როდესაც უკრაინის უშიშროება მუქარის ქვეშაა არასწორი იქნება. გაზპრომმა გუშინ უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება ერთი მესამედით შეუმცირა და კიდევ ოცდახუთი პროცენტით შემცირებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში თუ უკრაინა არსებულ ვალს არ დაფარავს.

2006 წელს რუსეტის მიერ უკრაინისთვის გაზის სეწყვეტამ დასავლეთ ევროპაზეც იმოქმედა. ამ ფაქტმა რუსეთის სანდო პარტნიორობა ეჭვის ქვეშ დააყენა. გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა,რ ომ უკრაინამ 2007 წლის ვალი დაფარა, მაგრამ გაზპრომი ახლა უკვე წელს უკრაინის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს ექვსას მილიონ დოლარს მოითხოვს.

XS
SM
MD
LG