ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბაღდადში


ერაყის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადში განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებას ოცდასამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, ყველაზე მეტი ხალხი ბაღდადის ცენტრალურ ბაბ ალ-მუდამის უბანში მოწყობილ აფეთქებას შეეწირა. ამ ტერაქტში თხუთმეტი კაცი დაიღუპა, ხოლო ორმოცდასამი კი დაიჭრა. ბაღდადის სამხრეთ ნაწილში კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილი შააჯახა ერაყის არმიის საკონტროლო გამშვებ პუნქტს. აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი. დაჭრილია ექვსი კაცი.

ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, სიცოცხლეს გამოასალმეს რეგიონის პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი ყასიმ ობეიდი და მისი სამი მცველი. ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ დღეს ქალაქ სამარაში ავტომობილში ჩამონტაჟებული ნარმის აფეთქებას ოთხი ერაყელის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ინფორმაციით, დაწრილია ექვსი კაცი. ამერიკელები ფიქრობენ, რომ ტერაქტი ერაყში მოქმედი ალ-ყაიდას რგოლის მიერაა მოწყობილი.

XS
SM
MD
LG