ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუა აზიის ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაცია ყურადღებას საჭიროებს


დღეს შუა აზიის სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური პროცესებისა და პრობლემების შესახებ გესაუბრებით და დასავლელი ანალიტიკოსების აზრს გავეცნობით. ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი--შუა აზიის ხუთი სახელმწიფო დღესდღეობით, დასავლეთში გაორმაგებულ ყურადღებას იპყრობს ავღანეთთან და ერაყთან ახლო მდებარეობით, ასევე ბუნებრივი აირისა და ნავთობის მდიდარე რესურსების გამო.

თუმცა აღსანიშნავია, რომ შუა აზიის სახელმწიფოებში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ამ ქვეყნებში საბჭოთა მემკვიდრეობის უარყოფას და ისლამური რადიკალიზმის საფრთხესთან ბრძოლას.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ხუთივე რესპუბლიკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს მოსკოვი მართავდა. რამაც, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს თვითმართელობაზე გადასვლისას სრულად უცოდინარი დატოვა. ტაჯიკეთი ხუთწლიანმა სამოქალაქო ომმა მოიცვა. თურქმენეთში, პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვმა ათწლეულები დაჰყო უმაღლეს პოსტზე. უზბეკეთი დღესაც მსოფლიოში ყველაზე მჩაგვრელი სახელმწიფოების სიაშია და ბოლოს ყირგიზეთი, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტარი სიცოცხლეს გამოასალმეს ბოლო წლების მანძილზე.

ლონდონში არსებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი ოკსანა ანტონენკო აცხადებს:

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შუა აზიის ქვეყნები მართლაც ერთერთ ყველაზე განუვათარებელ სახელმწიფოებად ითვლებოდნენ. იქ ტრაციციული სახის საზოგადოებებია ჩამოყალიბებული, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას არ შესწევს უნარი ძალაუფლებაში მყოფთ რეფორმები აიძულონ. ამასთანავე, ხელისუფლება ყველანაირი ზომის გამოყენებაზე წავა პლურალიზმისა და აზრთასხვადასხვაობის შემთხვევაში.

“ჩვენ ამ რეგიონში შევსწრებივართ ახალი მთავრობების აღმოცენებას, რომლებიც ძველ საბჭოთა სისტემას მოგვაგონებდნენ, თავიანთი საქმით. “

კარლ მაიერი შუა აზიის ქვეყნების ექსპერტია ნიუ იორკში არსებულ მსოფლიო პოლიკიტიკის ინსტიტუტში. მისი განცხადებით: “შუა აზიის 5 სახელმწიფოს, ჩემს წიგნში ნათლიის სახელებად მოვიხსენიებ. არაფერია გასაკვირი იმ ფაქტში რომ ავტორიტარულ მართველობა ასეთივე ავტორიტარულ რეჟიმებს მოჰყვა. ყველა მათგანისთვის არის ერთი ყველაზე დიდი პრობლემა--ის, რომ ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური სისტემა, სხვადასხვა ხარისხით, მჩაგვრელი და ავტორიტარულია.”

მაიამის უნივერსიტეტის ექსპერტი გულნაზ შარაფუტდინოვა აცხადებს:

“ხუთივე სახელმწიფოს მოქალაქეები ნათესავურ კავიშრებს არიან შეჩვეულნი, როგორც საზოგადოების შემაკავშირებელ ძალას. რაც ამდენად სხვანაირად არის მოწყობილი დასავლეთში. ეს სოციალური განსხვავებები იმაზეც ახდენს გავლენას, თუ როგორ არიის მოწყობილი და შექმნილი სხვადასხვა ორგანიზაციები, როგორ მუშაობს მთავრობა, რა ითვლება კორუფცია და რა წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, რამდენად ლეგიტიმურია შენი შორეული ნათესავის დახმარება ან პირიქით, არალეგიტიმური.”

თუმცა შარაფუტდინოვა აღნიშნავს იმასაც, რომ ხალხი, ამ ქვეყნებში უფრო ღია საზოგადოებების შექმნას ცდილობს:

“ბიზნესზე ორიენტირებულ ოპოზიციას უფრო მეტი შანსი აქვს ყაზახეთში. ამ დროისთვის, ბიზნესი რაღა თქმა უნდა ჩამორჩება მთავრობას. მაგრამ არის ავტონომიური ეკონომიკური ძალა და გარკვეული პოტენცია უ ფრო დიდი ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ყირგიზეთში და ტაჯიკეთში განსხვავებული აზრი უფრო მეტია ვიდრე უზბეკეთში ან თურქმენეთში. ყირგიზეთში ყველამ ნახა ტიტების რევოლუცია, ბევრმა მოგვიანებით ასეთი ტიპის რევოლუცია, ნამდვილ რევოლუციად აღარ შეაფასა არამედ ელიტარული კლასების ცვლა. და მაინც, მიუხედავად ასეთი ცვლილებისა ყირგიზეთში, ბევრი კომპონენტი ყირგიზული საზოგადოებისა უბრალოდ არ ფიგურირებს შუა აზიის სხვა ქვეყნებში.”

ამ ფონზე, ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ ნელი ეკონომიკკური ზრდა და მზარდი რღვევა მდიდრებსა და ღარიბ ფენას შორის რეგიონში საგრძნობი დაძაბულობის უპირველესი მიზეზია.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი ოკსანა ანტონენკო ამბობს, რომ სიღარიბე და ინსტიტუტების არარსებობა ან გაუმართაობა , რის გამოც ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება განსხვავებული აზრი გამოთქვან ისლამისტი რადიკალებისთვის კარგ ფონს ქმნის.

“ რადიკალი ისლამისტები მოსახლეობის უკმაყოფილებას თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. ამ ხალხს შორის უმრავლესობა გაღატაკებულია და ისინი ეკონომიკური სიდუხჭირისგან თავის დახსნას ლამობენ. ნაცვლად იმისა, რომ ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას, ისინი რადიკალი ექსტრემისტების გვერდით პოულობენ შვებას. შედეგად კი მიწისქვეშა, ისლამისტური მოძრაობების აღმავლობა გვაქვს სახეზე.”

და ბოლოს, ანტონენკო გაფრთხილების სახით დასძენს რომ შუა აზიის სახელმწიფოებშI მართლაც არის იმის საშიშროება რომ ექსტრემისტებმა მეტი პოპულარობა და მხარდაჭერა მოიპოვონ. თუკი 10-15 წლის შემდეგ მაინც არ მოხდა პოლიტიკური სისტემის ცვლა, მაშინ მისი აზრით მოძრაობა ასეთი რადიკალიზმისკენ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, ექსტრემისტები სულაც არ არის გამორიცხული ძალაუფლებას დაეპატრონონ.

XS
SM
MD
LG