ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებელი


უკვე რამდენიმე დღე დარჩა და დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატების დასახელების პროცესი. 21 თებერვლიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტს დასამტკიცებლად 27 წევრი უნდა წარუდგინოს, რომელთაგან პარლამენტი 9 წევრს დაამტკიცებს. მაგრამ, ვიდრე ეს პროცესი დასრულებულა იმისათვის, რომ ახლის შენებას შეუდგეს ქართული საზოგადოება, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოდ ძველი, რა იყო მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამგვარი კრიტიკული ყურადღების ცენტრში მოექცა და აუცილებელი ცვლილებები მოითხოვა. ჩვენი გადაცემის სტუმარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთი მსხილაძე.

ქეთი მსხილაძე – ცხადია ყოველთვის იქნებიან უკმაყოფილოებიც, კმაყოფილნიც და ნეიტრალურნიც. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე ამგვარ აქტივობას მივესალმები,ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა აშკარა ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ამ მოვლენებმა გააჩინა ეს ინტერესი. ასე მგონია ამის შემდეგ საზოგადოება მაუწყებლის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთვება. საზ. მაუწყებელმა კი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების კრიტიკული მოსაზრებები. გარდა ამისა, ასე მგონია, რომ ალბათ ახლა უფრო მეტი მაყურებელი ყავს საზ მაუწყებელს ვიდრე ადრე. რომ არ იცოდნენ რა ხდება მის ეთერში, ეს კრიტიკაც არ იქნებოდა. რაც შეეხება რეიტინგს, რასაკვირველია საზ ტელევიზიას უნდა აინტრესებდეს რეიტინგი, მაგრამ არსებობს ის სინამდვილეც, რომ ის ვერასდროს იქნება უფრო რეიტინგული, ვიდრე კერძო ტელევიზია. მაგალითად ჩვენ თოქ-შოუებში ყოველთვის ვცდილობთ, რომ იყოს მშვიდი ვითარება, ჩვენ სხვა სტანდარტი გვაქვს, მაგრამ მაყურებელს ურჩევნია უყუროს იმ თოქ-შოუს სადაც მეტი ყვირილია, სადაც უფრო ხშირად ისმის სიტყვა სკანდალური. თუ ვთქვათ გაქვს დასახული მიზანი, რომ დააკმაყოფილო მსოფლიო სტანდარტები, შესაძლებელია რეიტინგი უფრო დაბალი გქონდეს.

- ბუნებრივია ქართველი მაყურებელი ეკრანთან იწყენს და არ მოსწონს თუკი ხედავს, რომ პოლიტიკოსები თოქ-შოუში მშვიდად საუბრობენ, ისმება პროფესიონალური კითხვები, ისმის მშვიდი პასუხები, მაგრამ ამგვარი შინაარსი გაცილებით უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუკი ის გაცილებით უფრო თანამედროვე სტანდარტებით შეიფუთება და მაყურებელს უფრო კარგი გამოსახულებით, განსხვავებული რიტმით მიეწოდება. ასე, რომ აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შეინიშნებოდა როგორც აშკარა პოზიტიური ტენდენციები, ასევე ხარვეზები, რომელსაც იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი უმოკლეს ხანებში გამოასწორებენ.

XS
SM
MD
LG