ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო


კოსოვოს პარლამენტმა დღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. პარლამენტის დღევანდელი სესია კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ გახსნა, რომელმაც მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებელი თავისუფალი და ღირსეული ახალი სახელმწიფოს დაბადება. კოსოვოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათი ათასობით ალბანელი ამ ამბავს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. კოსოვოს პარლემენტის სპიკერის იაკუბ კრასნიქის თქმით კოსოვო დემოკრატიული ქვეყანა იქნება რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო საზოგადოებასთან. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან თანამშრომლობას და არ დაუშვებს ამ რეგიონში ძალადობის ესკალაციას. ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოხატა პრიშტინას ხელისუფლების მზადყოფნით დაიცვას სერბული უმცირესობის უფლებები კოსოვოში. დღესვე კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სერბეთის პრემიერ-მინისტრის ვოიცლავ კოშტუნიცა ქვეყნის მოსახლეობას განსაკუთრებული განცხადებით მიმართავს.
XS
SM
MD
LG