ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაკეტის გამოცდა ამჟღავნებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს


ირანის მიერ რაკეტის გაშვებამ გააღვივა იმის შიში, რომ თეირანი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს. რუსეთის ახალი ამბების სააგენტოებმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ლოსიუკოვის ინტერვიუ გამოაქვეყნეს, სადაც იგი ამბობს, რომ რაკეტის გამოცდა ამჟღავნებს ირანის მიერ ბირთვული იარარის შექმნის სურვილს. როგორც ცნობილია შორი რადიუსის მქონე რაკეტები ასეტი იარაღის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ეს კი შეშფოთებას იწვევს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ მაკკორმაკმა ასევე შესფოთებით შეაფასა ირანის მიერ რაკეტის გაშვება:

“ორბიტაზე თანამგზავრის გასაშვებად და ბირთვული ქობინის გადასატანად ერთი და იგივე ტექნოლოგიები გამოიყენება. რა თქმა უნდა გაეროს უშიშროების საბჭო და საერთაშორისო საზოგადოებრიობის სხვა წევრები გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ირანი არ წყვეტს საშუალო და შორი რადიუსის მქონე რაკეტების შექმნაზე და ურანის გამდიდრებაზე მუშაობას, რაც ბირთვული იარაღისთვის იქნება გამოსადეგი”. თქვა ბატონმა მაკკორმაკმა.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დანა პერინომ განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტის გაშვების გადაწყვეტილების მიღება, ანუ იმ ტექნოლოგიის გამოყენება, რაც ბირთვული ქობინის გადატანასაც წაადგება თეირანის კიდევ უფრო იზოლაციას სეუწყობს ხელს.

ირანის მიერ ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების შეწყვეტაზე უარის თქმის გამო, გაეროს უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის შემუშავებას აპირებს, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მესამე რაუნდს გაითვალისწინებს.

თუ პროგრამების შეწყვეტას დაჰყაბულდება, თეირანმა შეიძლება თავი დააღწიოს ამ სანქციებს. სამაგიეროდ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი გერმანიასთან ერთად თეირანს წამახალისებელ პაკეტს სთავაზობენ, რაც ირანისთვის სამოქალაქო, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის ჩამოყალიბებაში ხელის გამართვას და ბირთვული საწვავის მიწოდების გარანტიას ითვალისწინებს. ჯერ-ჯერობით ირანი შეთავაზებას არ ჰყაბულდება.

XS
SM
MD
LG