ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქეობის მიღების წინაპირობები გაიოლდება


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ იმიგრანტისთვის ამერიკის მოქალაქეობის მიღების წინაპირობები გაიოლდება.

კერძოდ კი იმ შემთხვევეში თუ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიერ მწვანე ბარათის მქონე იმიგრანტის პირადობის შესწავლა 6 თვეზე მეტი გრძელდება საიმიგრაციო სააგენტოს უფლება ეძლევა იმიგრანტს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭოს.

უმეტეს შემთხვევაში პირადობის შემოწმება ელექტრონული ფორმის საშუალებით სამ თვეში ხდება. თუმცა ათი ათასობით ადამიანი უკვე წლებია გამოძიების ფედერალური ბიუროდან დადასტურების მოწმობას ელის.

ეს ახალი კანონპროექტი საიმიგრაციო გამომძიებლების მიერ თითის ანაბეჭებისა და დანაშაულებრივი ისტორიის შემოწმებას არ ეხება.

XS
SM
MD
LG