ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო საარჩევნო დამკვირვებლებს არ მიავლენს რუსეთში


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია აცხადებს რომ რუსეთში ორ მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ მიავლენს სადამკვირვებლო მისიის ჯგუფს. ამავე განცხადების თანახმად გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ შეზღუდვების დაწესებაა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიის ფუნქცინირების პირობებთან დაკავშირებით მოლაპრაკებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან აწარმოებდა. დღეს ლავროვმა აგანცხადა რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ წაყენებული პირობები ულტიმატუმს უფრო წააგავდა. უთანხმოების მიზეზი სადამკვირვებლო მისიის ჯგუფის რუსეთში ჩასვლის თარიღის მიზეზი გახდა, რომელიც ორგანიზაციის მიერ 15 თებერვალს იყო დანიშნული. ხოლო სეგეი ლავროვი მოითხოვდა რომ სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი რუსეთს 20 თებერვალს წვეოდა.
XS
SM
MD
LG