კენიის ოპოზიციონერი კანონმდებლის მკველობასთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკური მოწინააღმდგეებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება პარასკევამდე გადაიდო. ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დემოკრატიული მოძარობის წარმომადგენელი დეივიდ ტუ დღეს ქალაქ ელდორეთში ქუჩაში მოძარობის მაკონტროლებელმა პოლიციელმა მოკლა. პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ეს ინციდენტი პოლიციელის პირადი ინტერესების შედეგია. კენიის დემოკრატიული მოძრაობა კი ამტკიცებს რომ პარლამენტში პარტიის წევრების რაოდენობის შემცირების მიზნით განხორციელდა ოპოზიციონერი ლიდერის მკვლელობა. ნაირობიში, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი ამბობს რომ ინციდენტის გამო მოლაპრაკება დროებით გადაიდო. შეგახსენებთ რომ ორი დღის წინ მოკლეს ასევე ოპოზიციონერი და დემოკრატიული მოძარობის ერთერთი ლიდერი მუგაბე ვერე.
პოპულარული
1