ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ტელე-დებატები გაიმართა.


გუშინ კალიფორნიაში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებმა დებატები გამართეს. სრბოლას უკვე რამდენიმე კანდიდატი გამოეთიშა. ლიდერი კიანდიდატები, მასაჩუსეთსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და არიზონის შტატის წარმომადგენელი სენატორი ჯონ მაკკეინი ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდნენ. რომნიმ მაკკეინს ფლორიდის შტატში ჩატარებული პირველადი არჩევნების ტურის წინ, ბინძური ხერხებით ბრძოლაში დასდო ბრალი. მაშინ მაკკეინმა სთქვა, რომ რომნი თავიდან ერაყის ომის ადრე დასრულებას უჭერდა მხარს. დებატებში მონაწილეობა აგრეთვე არკანზასის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მაიკ ჰაკაბიმ და კონგრესმენმა რონ პოლმაც მიიღეს. დღეს დილით კი გუშინ საპრეზიდენტო სრბოლას გამოთიშულმა მეხუთე კანდიდატმა, ქალაქ ნიუ იორკის ყოფილმა მერმა რუდი ჯულიანიმ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ჯონ მაკკეინს. მოელიან, რომ დღეს მაკკეინს მხარს კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერიც დაუჭერს. დემოკრატთა სრბოლას კი ყოფილი სენატორი ჯონ ედუარდსი ჩამოშორდა.
XS
SM
MD
LG