ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დღეს ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდა


ლიდერებმა ეგვიპტის და ჰამასის მიერ კონტროლებადი ღაზას სექტორის საზღვარზე მიმდინარე პროცესები განიხილეს.

პრეზიდენტმა აბამა პალესტინის ოფიციალურ პირებს მოუწოდა გააკონტროლონ ღაზის სექტორის ის მიდამოები რომელიც ეგვიპტისა და ისრაელს საზღვარებს ემიჯნება. შეგახსენებთ რომ ივნისში ღაზას სექტორზე კონტროლი ხელთ იგდო ჰამასმა.

აბასმა გამორიცხა ნებისმიერი სახის მოლაპარაკება ჰამასთან მანამ სანამ ეს უკანასკნელი ღაზის სექტორზე კონტროლს არ დაუბრუნებს პალესტინის ოფიციალურ მთავრობას.

ჰამასის წარმომადგენლობა ასევე მოგვიანებით ხვდება ეგვიპტის ოფიციალურ პირებს. ჰამასის მოთხოვნაა მიიღონ მონაწილეობა ეგვიპტის საზღვრის გაკონტროლებაში, რომელიც ქალაქ რაფას ემიჯნება.

XS
SM
MD
LG