ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრება მიმდინარეობს


დღეს ფლორიდის შტატის ამომრჩევლები ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე კენჭს უყრიან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რესპუბლიკელ კანდიდატს.

საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად ამჟამად სერიოზული შეჯიბრი მიმდინარეობს მასაჩუსეთის შტატის გუბერნატორს, მიტ რომნისა და არიზონას შტატის სენატორს ჯონ მაკკეინს შორის. მათ მოჰყვებიან ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი, რომელმაც დიდი ყურადღება გაამახვილა ფლორიდის შტატში ჩატარებულ კენჭისყრაზე, და არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი, რომელმაც 3 იანვარს აიოვას შტატის არჩევნებში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ რომ 5 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის პირველადი არჩევნები ერთდროულად ოც შტატში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG