ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობოები თბილისის მერის გადადგომას მოითხოვენ


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „ჩვენი უფლებებისათვის“ და მოძრაობა „ახალგაზრდულმა ტალღამ“ თბილისის მერის გადადგომის და ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს დედაქალაქის საკრებულოს წინ აქცია გამართეს. მათი განცხადებით თბილისის მერია თავიანთ ფუნქციებს ვერ ასრულებენ.

უფრო კონკრეტულად, რა პრეტენზიები გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიაციას დედაქალაქის თავკაცის მიმართ, რატომ მიიჩნევენ ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ? - ამის გარკვევას აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიული პრეინციპების კავშირის თავმჯდომარესთან, დავით ლილუაშვილთან შევეცადე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული ორივე მოთხოვნის პოპულარიზაციისთვის დაიწყებენ ღონისძიებების ჩატარებას : „ - უნდა დავანახოთ ხელისუფლებას ჩვენი ნება, დაკვეთა.. უნდა წავიდნენ ის თანამდებობის პირები თვითმმართველობის ორგანოებიდან, რომლებიც დაკავებულ თანამდებობებზე ყოფნას არ იმსახურებენ“.

XS
SM
MD
LG