ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


სერბი ამომრჩევლები დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან პრო დასავლური გეზის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბორის ტაციჩი და ტომისლავ ნიკოლიჩი. ტადიჩი აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები გადამწყვეტია სერბეთის მომავლისათვის და რომ გამორიცხული არ არის არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს 3 თებერვალს. ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ორივე კანდიდატი ამომრჩევლის ინტერეს თანაბრად ინარჩუნებს. ორივე მათგანი კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება. კოსოვოს უმრავლესობა, კი რომელიც ეთნიკურ ალბანელებს შეადგენენ, მოსალოდნელია, რომ დამოუკიდებლობას მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG