ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩი" კენიის ძალოვან უწყებებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს


ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოჩი” კენიის პოლიციას მოუწოდებს ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს, როცა ოპოზიციონერ დემონსტრანტებთან შეხლა შემოხლას აქვს ადგილი. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კენიის უშიშროების ძალების მოვალეობაა დანაშაულის აღკვეთა, თუმცა მათ იარაღი არ უნდა გამოიყენონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში “ჰუმან რაითს ვოჩი” წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ კენიის პოლიციამ ძალა გამოიყენა და უკვე იმსხვერპლა ათობით ადამიანი. კენიის წითელი ჯვრის საზოგადოებამ კი დაასახელა არჩევნების შემდგომ პერიოდში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამ ციფრმა უკვე 575ტს მიაღწია.
XS
SM
MD
LG