ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კამიკაძემ ჯარისკაცების ჯგუფში აიფეთქა თავი


ერაყის პოლიციის განცხადებით კამიკაძემ ბაღდადში ერაყელი ჯარისკაცების ჯგუფში აიფეთქა თავი, რომლებიც შეიარაღებული ძალების დღეს ზეიმით აღნიშნავდნენ. ამ ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის ქარადას უბანში მოზეიმე ჯარისკაცების აფეთქებისას 17 ადამიანი დაიჭრა. ერაყში არმიის დღეს 1921 წლიდან სამხედრო აღლუმით და ზეიმით აღნიშნავენ. დღესვე ერაყის დედაქალაქში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. ამჯერად დანაღმული ავტომობილი ქაჰირას უბანში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან აფეთქდა. ამ ტერაქტმა 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 11 კაცი.
XS
SM
MD
LG