ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვას შტატში იწყება შტატის პარტიული ლიდერების წინასაარჩევნო დახურული კრება


დღეს შეერთებული შტატების აიოვას შტატში მთავრდება დემოკრატ და რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნიო კამპანია და იწყება შტატის პარტიული ლიდერების წინასაარჩევნო დახურული კრება. ერთმანეთს უპირისპირდებიან სენატორი ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ყოფილ სენატორი, ჯონ ედვარდსი.

ერთერთი გაზეთის მიერ გაკეთებული გამოკითხვა ცხადყოფს რომ ამ პროცესებში სენატორი ობამა ბარაკი ლიდერობს.

დღეს აიოვას ადგილობრივ ტელესადგურებზე ობამასა და კლინტონის ორწუთიანი ტელე-რეკლამა გავა.

ამის ფონზე მიმდინარეობს ასპარეზობა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, არკანზასის შტატის გუბერნატორის, მაიკ ჰაკაბისა და მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორის მიტ რომნის შორის.

რომნის საგრძნობლად მეტი მომხრე ჰყავდა , თუმცა რელიგიურ კონსერვატორებში იზრდება მხარდამჭერთა რაოდენობა ჰაკაბის მიმართ, რომელიც სასულიერო პირია.

XS
SM
MD
LG