ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტობის კანდიდატები ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შესახებ საუბრობენ


იმ დროს, როდესაც ბენაზირ ბჰუტოს ცხედარი დაკრძალეს. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატებმა აღნიშნეს, რომ მისი მკვლელობა პაკისტანის დემოკრატიისკენ სვლას დიდ საშიშროებას უქმნის. იმ კითხვაზე თუ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რა სახის ზეწოლას განახორციელებდა იგი პაკისტანზე ექსტრემიზმის არმოსაფხვრელად. სენატორმა ჯონ მაკკეინმა უპასუხა: “მე კარგად ვიცნობ მოთამაშეებსა და ცალკეულ ფიგურებს. მე ამ სიტუაციასთან საუკეთესო მიდგომის გზა ვიცი”. ციტატის დასასრული. “ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და ის გავაცნობიეროთ, რომ სინამდვილეში მიმდინარეობს ბრძოლა დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ. ისინი ჩვენს და პირველ რიგში შეერთებული შტატების განადგურებას ცდილობენ”. ასე უპასუხა იგივე კითხვას, რესპუბლიკელთა მეორე კანდიდატმა, ყოფილმა სენატორმა ფრედ ტომპსონმა. დემოკრატმა კანდიდატმა სენატორმა ჰილარი კლინტონმა ბენაზირ ბჰუტოს, როგორც ქალისა და დედის როლზე გაამახვილა ყურადრება: “მე პაკისტანის ხალხთან ერთად ვგლოვობ. იმ ხალხთან, რომლებსაც სასურველი ლიდერისთვის ხმის მიცემის უფლება წაართვეს”. განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა. მანაც და დემოკრატთა შორის მისმა მთავარმა მეტოქემ სენატორმა ბარაკ ობამამ აღნიშნეს, რომ ბჰუტოს კამპანია პაკისტანში პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებების დაწყების იმედს იძლეოდა: “ჩვენ გვინდა პაკისტანის ხალხს განვუცხადოთ, რომ დემოკრატიის მშენებლობის საქმეში მათ გვერდზე ვდგევართ”. განაცხადა სენატორმა ობამამ. პრეზიდენტმა ბუშმა ნაჩქარევად დაუჭირა მხარი პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს. მან ყურად არ იღო ის კრიტიკა, რომ მუშარაფმა საკმარისი არ გააკეთა ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად და ალ-ყაიდასა და თალიბთა თარეშის ასალაგმავად: “მე პრეზიდენტ მუშარაფს გადადგომისკენ მოვუწოდებდი, ვინაიდან ნათელია, რომ იგი პაკისტანს საკადრისად ვერ უძრვება”. განაცხადა დემოკრატთა კიდევ ერთმა კანდიდატმა სენატორმა ბილ რიჩარდსონმა. პაკისტანში არსებულმა არეულობამ და გაურკვევლობამ და ტერორიზმის გლობალურმა საშიშროებამ სეიძლება საკმაოდ იმოქმედოს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შიდაპარტიულ ტურზე. ამ არჩევნების პირველი ნაწილი აიოვას შტატში 3 იანვარს ტარდება. ამერიკის ხმა. . .
XS
SM
MD
LG