ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო კონფერენცია განახლდა


დღეს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ერთმანეთს ხვდებიან.

ორ ლიდერს შორის შეხვედრა მოჰყვა გასულ თვეს აშშ-ში, კერძოდ ქალაქ ანაპოლისში სამშვიდობო კონფერენციას, სადაც მხარეები ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპრაკების განახლებაზე შეთანხმდნენ.

ბატონი აბასის თანაშემწემ განაცხადა რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ამ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების როლზე გაამახვილა ყურადღება.

აბასის წარმომადგენელი აცხადებს რომ პალესტინის პრეზიდენტი განახლებული მოლაპარაკებების წარმატებით ჩასატარებლად ისრაელისგან მოითხოვს რეგიონში ახალდასახლებებთან დაკავშირებული ყოველგავრი პროცესების შეწყვეტას..

შეგახსენებთ რომ ანაპოლისის კონფერენციის შემდეგ ისრაელმა ისერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში დასახლების მოქმდებათა გაფართოება დაგეგმა.

XS
SM
MD
LG